17.ივნისი .2019 14:24

პრემიერი სერგეენკოს შესაძლო გადადგომაზე: მოვლენებს ნუ გავუსწრებთ

views 678
უკან

პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე დავით სერგეენკოს მიერ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ ისაუბრა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დავით სერგეენკო "გუნდის წევრია".

"მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამის შესახებ შეიტყობთ", – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

bm.ge-ის ინფორმაციით, პრემიერის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პოსტს ოფიციალურად ხვალ დატოვებს.

პრემიერმა სერგეენკოს მოხსნის გადაწყვეტილება ქრონიკული დაავადებების პროგრამის განხორციელების დაბალი ეფექტურობის გამო მიიღო. კერძოდ, პროგრამა ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხების ათვისების დაბალი ტემპებით ხასიათდება.

აღსანიშნავია, რომ დავით სერგეენკო მთავრობის დღევანდელ სხდომას ესწრება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა