13.აგვისტო.2019 18:05
ეკონომიკა

პრემიერი: „საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე ჩვენ შესაბამისი სტანდარტის გზა გვექნება“

პრემიერი: „საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე ჩვენ შესაბამისი სტანდარტის გზა გვექნება“
„საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე ჩვენ შესაბამისი სტანდარტის გზა გვექნება,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


„ბუნებრივია, ჩქაროსნული მაგისტრალების გარდა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს გზების მშენებლობა ყველა დასახლებულ პუნქტამდე. საზოგადოებას ვპირდები, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ, საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე ჩვენ გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა. დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მთიან რეგიონებში ისვენებენ, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით იხილონ როგორ მიმდინარეობს ეს აღმშენებლობის პროცესი.

ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომელიც არასდროს აშენებულა. დღეს ჩვენ ვაშენებთ 140 კილომეტრიან ჩქაროსნულ მაგისტრალს და რეაბილიტაცია უტარდება 500 კილომეტრამდე საავტომობილო გზას. ასეთი ტემპები და მასშტაბები ჩვენ ინფრასტრუქტურის განვითარებაში არასდროს გვქონია. ეს არის ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელი და ჩვენ გვჭირდება მეტი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ბახტაძემ გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა ნაპირსამაგრი სამუშაოების აუცილებლობას, ვინაიდან, ეს პრობლემა ქვეყანაში უფრო აქტუალური ხდება. პრემიერის განმარტებით, აქედან გამომდინარე მთავრობას აქვს ვალდებულება ამ მიმართულებით უფრო მეტი ინვესტიციები განახორციელოს და მეტი ახალი ტექნოლოგიები მოიზიდოს, ვინაიდან ნაპირსამაგრი სამუშაოები შემდეგი წლების განმავლობაში გამოწვევა იქნება.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

19.აგვისტო.2019 21:00
78

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე - ქალებში

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:16
2861

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:15
91

„მგზავრთა მოსაკრებლის შეღავათით ისარგებლებს ნებისმიერი ეროვნული ავიაგადამზიდი 100.000-ზე მეტი მგზავრით“

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:01
183

"Fitch-ი ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს"

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:15
121

ბობ ჰამილტონი: ნებისმიერი სიგნალი, რომ მთავრობა ოპონენტებს სჯის, დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:02
60

თბილისის სააპელაციო და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა Regininfo.ge სამართალდამრღვევად ცნო - კომისია

ვრცლად