მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე: იმაზე ზევით იქნა აწეული ეს საკითხი ვიდრე უნდა ყოფილიყო

56a24c77ae714
BM.GE
22.01.16 19:34
1402
პრემიერი "გაზპრომის" საკითხის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილვას არ ვარაუდობს. როგორც დღეს გიორგი კვირიკაშვილმა, დავოსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, "გაზპრომთან" მოლაპარაკებები ტექნიკური ხასიათისაა და ის პოლიტიკურ შინაარს არ ატარებს.
 
"ილჰამ ალიევთან შეხვედრამ ჩაიარა ძალიან თბილ ატმოსფეროში. ნამდვილად არ გვქონია საუბარი გაზის მოწოდებაზე, ერთადერთი რაც ავღნიშნეთ, არის ის რომ ეს არის ტექნიკური ხასიათის საკითხი დ აბსოლიტურად არანაირი გაუგებრობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის არ არსებობს. უამრავი სპეკულაცია მოვისმინე მთავრობისა და კახა კალაძის მიმართ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავრობა არის მოწოდებული, რომ მაქსიმალურად დაიცვას ქვეყნის ინტერესი და იმაზე ზევით იქნა აწეული ეს საკითხი ვიდრე ეს უნდა ყოფილიყო. ეს არის წმინდა სახის ტექნიკური მოლაპარაკებები და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამას არა აქვს.

მგონია, რომ უშიშროების საბჭო არის სპეციალური ინსტიტუტი, სადაც გაცილებით უფრო მაღალი დონის საგანგებო საკითხები იხილება და ამაში საგანგებოს მე ვერაფერს ვხედავ", - განაცხადა პრემიერმა.