28.აპრილი.2016 20:45
საზოგადოება

პრემიერი ქართველ სტუდენტებს: სადაც არ უნდა იყოთ, დიდ სამსახურს გაუწევთ თქვენს ქვეყანას

პრემიერი ქართველ სტუდენტებს:  სადაც არ უნდა იყოთ, დიდ სამსახურს გაუწევთ თქვენს ქვეყანას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბოსტონში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მას ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ.
 
"მიუხედავად მანძილისა, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ავაწყოთ ისეთი სქემები არა მხოლოდ ინვესტიციების, არამედ ვაჭრობის სფეროში, რათა სავაჭრო კავშირები გავზარდოთ,”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოში დაგეგმილი განათლების რეფორმა იყო. გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ სტუდენტებს ამ მიმართულებით მთავრობის ხედვა წარუდგინა და რეფორმის დეტალები გააცნო.

"საქართველოში პროფესიული განათლება დაუფასებელია და ვფიქრობთ, რომ შემოვიღოთ გერმანული დუალური განათლების მოდელი, როდესაც კერძო სექტორთან ერთად ხდება ახალგაზრდების მომზადება პროფესიული საქმიანობისთვის. ასევე მნიშვნელოვან რეფორმას საჭიროებს დაწყებითი განათლება, მაგრამ უმთავრესი მაინც არის უმაღლესი განათლების რეფორმა. განათლება უნდა იყო აგებული იმ პრიორიტეტებზე, საითაც ქვეყანა ვითარდება, რა მოთხოვნებიც არსებობს ქვეყანაში და ამ მოთხოვნების გათვალისწინიბით უზრუნველვყოთ განათლების დაფინანსება", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების დასაქმებისა და მათი ბიზნესიდეების განხორციელების გზებზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა იწყებს ე.წ. სტარტაფების ხელშეწყობის პროგრამას,რათა ქვეყანამ მაქსიმალურად გამოიყენოს ახალგაზრდებში არსებული ინტელექტუალური და შრომითი რესურსი და ხელი შეუწყოს მათი იდეების ხორცშესხმას.

"თქვენთვის საინტერესო იქნება სტარტაფის დაფინანსების მექანიზმები და დამწყები ბიზნესის დაფინანსების ფონდის შექმნა. განსაკუთრებული ფოკუსი იქნება ახალგაზრდებსა და ინოვაციებზე, როცა ახალგაზრდებს შეეძლებათ მცირე ბიზნესი წამოიწყონ ან რევოლუციური იდეა მოიფიქრონ. ახალგაზრდა ამ იდეის მფლობელი ხდება. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, რომელიც გაიხსნა სულ ცოტა ხნის წინ. ეს არის თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი შენობა და ვფიქრობთ, სტარტაფის განვითარების ფონდი ამავე ჭერქვეშ განთავსდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

პრემიერ-მინისტრმა წარმატება უსურვა ქართველ ახალგაზრდებს და გამოთქვა იმედი, რომ ისინი უცხო ქვეყანაში საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებს გააკეთებენ.

"თითოეული აქ მყოფი სტუდენტი ჩვენი ქვეყნის დიდი რესურსი ხართ და დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოთ, თქვენი წარმატებული სწავლით და საქმიანობით, დიდ სამსახურს გაუწევთ თქვენს ქვეყანას", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

25.აგვისტო.2019 20:25
4871

"ადამიანებს არ ვამოწმებ, სამსახურში რომელ საათზე მოდიან" - როგორ აფასებს ჭყონია საკუთარ მართვის სტილს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:45
113

სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:34
829

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 15:05
79

ყვარლის რაიონში, ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ვრცლად
25.აგვისტო.2019 13:10
156

ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ვრცლად
24.აგვისტო.2019 18:50
454

კახეთში მეღვინეების ნაწილი ყურძნის სუბსიდირებას ითხოვს

ვრცლად