მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გაახმოვანა უპრეცედენტო გადაწყვეტილება

5d1088c2d9a0e
სალომე მეცხვარიშვილი
24.06.19 12:22
2367
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, პარტია “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარემ გაახმოვანა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც 2020 წლიდან არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულებისა და ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ თქვა.

“ქართული ოცნების ინიციატივით მოხდა ახალ კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ 2024 წლიდან გვექნებოდა პროპორციული სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა უფრო მეტად განვითარებულიყვნენ პარტიები საქართველოში. პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება ახალი სახე.

ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რომ ზღვარის გარეშე მოხდეს შემდეგი არჩევნების ჩატარება საქართველოში, რაც საშუალებას მოგცემს, უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი. ეს გააძლიერებს ჩვენს ხედვას, რომ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს საპარლამენტო რესპუბლიკად”, - აცხადებს ბახტაძე.

ცნობისთვის: ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.