მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის ექსპორტი 467.9%-ით გაიზარდა - რა რესურსი აქვს საქართველოს?

BM.GE
20.10.22 11:37
306
საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 84,338 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 467.9%-ით მეტია. შარშან, საანგარიშო პერიოდში დენის ექსპორტიდან შემოსავალმა 14,851 მლნ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, წელს, უკვე მესამე თვეა ელექტროენერგია ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ათეულში ხვდება. იანვარ-სექტემბერში მთლიან ადგილობრივ ექსპორტში დენის წილი 3%-ს შეადგენდა. 

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, 2022 წლის 9 თვეში საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით ელექტროენერგია თურქეთში გაყიდა - 79,553 მლნ დოლარის ღირებულების, მეორე ადგილზეა სომხეთი - 4,215 მლნ დოლარი, მესამეზე კი აზერბაიჯანი - 569.7 ათასი დოლარი. რაც შეეხება რუსეთს, იქ წელს 0,97 ათასი დოლარის ღირებულების დენი გავყიდეთ. 

ამასთან, საქსტატის ცნობით, წელს საქართველომ მხოლოდ 34,745 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა და ისიც ძირითადად, ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში. 

რას უკავშირდება იმპორტის ზრდა და რა რესურსი აქვს ქვეყანას?

სტუმარი: მარიამ ჩახვაშვილი - Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი;