15.აპრილი .2016 22:42

პრემიერი: მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ჩავსვათ

views 1468
უკან

პრემიერი ქვეყნის ნარკოპოლიტიკაში ცვლილებებს აანონსებს, როგორც თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ის არ არის მომხრე ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციის, თუმცა მისი თქმით, მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ.
 
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავახალისოთ, თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება და შეფასებები ამ საკითხთან მიმართებაში უნდა იყოს მნიშვნელოვანი.

ახალგაზრდამ, რომელმაც მსუბუქი ნარკოტიკი მოიხმარა დავაპატიმროთ არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ამით ჩვენ შეიძლება დავუნგრიოთ მას სიცოცხლე და მოვუსპოთ იმის შანსი, რომ მან მომავალში აღარ მოიხმაროს ეს ნარკოტიკი.

რაც შეეხება ლეგალიზაციას, რომელიც დეკრიმინალიზაციისგან განსხვავებული საკითხია, ამ კუთხით მე არ მიმაჩნია, რომ ლეგალიზაცია უნდა გავაკეთოთ.

რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას ჩემი პასუხი არის ის, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ჩავსვათ.

ვეცდები ყველანაირად, რომ ამ კუთხით მოსაზრებების მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოვახდინო და ცვლილებებიც განვახარიცელო“, - განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა