17.აპრილი .2016 16:07

პრემიერი: მე პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში

views 1177
უკან

პრემიერისა და სტუდენტების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მან სტუდენტებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ასევე პრემიერის თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელთანაც შეხვედრა მომდევნო კვირაშიც გაიმართება.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის ნამდვილად გულით ნაკარნახევი. მოთხოვნები არის ძალიან საჭირო. მე ყურადღებით მოვისმინე მათი პოზიციები. დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობს, არ უნდა არსებობდეს. მე პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში“, - განაცხადა პრემიერმა.