13.აგვისტო.2019 15:15
ეკონომიკა

პრემიერი: კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება

პრემიერი: კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება
„რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქვეყანაში კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე საუბრისას განაცხადა.

ბახტაძის განმარტებით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. მისივე განმარტებით, მსგავსი პროექტები 2022 წლის ჩათვლით დასრულდება.

„რა თქმა უნდა, ამ პროექტს სჭირდება ინვესტიციები და ეს ინვესტიციები უკვე მოძიებული და ხელმოწერილია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ჩვენ უნდა გვქონდეს მხედველობაში, თუ რა დამატებით სარგებელს მოუტანს ეს ჩვენს მოქალაქეებს და ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო პროექტი, რომელიც ჩვენ შარშან განვახორციელეთ, ეს იყო საბაგირო ახალი, რომელმაც დააკავშირა კობი გუდაურს.

ჩვენ შედეგად მივიღეთ, რომ კობი გაცოცხლდა, მასში შევიდა ახალი სიცოცხლე და თქვენ დღეს ფაქტობრივად, ვერ ნახავთ თავისუფალ ადგილს, რომელზეც არ მიდიოდეს საუბარი, რომ ახალი სასტუმროა ასაშენებელი ან ახალი ტურისტული ობიექტი. ასეთმა პროექტმა ჩვენ საშუალება მოგვცა რომ თრუსოს ხეობაში შეგვეტანა ახალი დინამიკა და დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში ეს ორივე ძალიან ლამაზი ადგილი ინტენსიურად განვითარდება. პირადად ჩემთვის ეს არის ორიენტირი, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე

19.აგვისტო.2019 21:00
80

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე - ქალებში

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:16
2945

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:15
93

„მგზავრთა მოსაკრებლის შეღავათით ისარგებლებს ნებისმიერი ეროვნული ავიაგადამზიდი 100.000-ზე მეტი მგზავრით“

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:01
183

"Fitch-ი ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს"

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:15
121

ბობ ჰამილტონი: ნებისმიერი სიგნალი, რომ მთავრობა ოპონენტებს სჯის, დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:02
60

თბილისის სააპელაციო და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა Regininfo.ge სამართალდამრღვევად ცნო - კომისია

ვრცლად