13.ივნისი.2019 00:30
ეკონომიკა

პრემიერი: ინტენსიურად ვმუშაობთ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე

პრემიერი: ინტენსიურად ვმუშაობთ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე
საქართველოში ამჟამად 100-ზე მეტი პირდაპირი საჰაერო რეისი სრულდება ყოველდღიურად ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყნიდან და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რადიკალურად განსხვავებული იყო ვითარება რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოში ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან იშვიათი საჰაერო რეისები სრულდებოდა და ეს ბევრისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა.

“საქართველომ გააზრებულად იკისრა ვალდებულება ეკონომიკური ხედვის განხორციელებაზე, რაც სამპუნქტიან სტრატეგიას ეფუძნება. ჩვენ ვახდენთ გეოგრაფიის, ეროვნული უპირატესობებისა და ძალისხმევის მობილიზებას ეკონომიკური ზრდის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, რაც საშუალოდ 5 პროცენტია და ორჯერ აღემატება სამეზობლოში არსებულ მაჩვენებელს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველო ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს რეგიონში მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის კუთხით.ვცდილობთ ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას, რაც თითოეულ მოქალაქეს მოუტანს სარგებელს. ეს ნამდვილად არ არის არარეალისტური და წელს უკვე გავუსწარით საპროგნოზო მაჩვენებლებს.

ჩვენ გვსურს, არა მარტო რეგიონული ცენტრი ვიყოთ, არამედ გზაჯვარედინი აზიასა და ევროპას შორის. ჩვენი ხალხი უკვე გლობალურ მასშტაბებზე გავიდა და ამჟამად ვახორციელებთ განათლების სისტემის რეფორმას მასშტაბური კაპიტალდაბანდების გზით, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს მოქალაქეებს”, - განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: თელარა გელანტია

19.ივნისი.2019 18:17
62

მინისტრი: პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია... დაახლოებით, 0.5 მლრდ ათვისებულია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:49
1243

ათეულობით მლნ ლარის ზიანი სახელმწიფოს - პასუხისგებაშია 23 მეწარმე, მათგან 17 პირი პატიმრობაშია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:36
152

1 დოლარი 2.78 ლარი გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:22
78

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:10
225

აზერბაიჯანის ბაზრისთვის Coca-Cola Energy-ის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გამოუშვებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 16:56
106

„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“: ტექინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრის სარეკლამო შეტყობინებებს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს

ვრცლად