17.მარტი .2016 09:59

პრემიერი: განათლების სისტემის რეფორმაში მაქსიმალურად ჩავრთავთ ახალგაზრდებს

views 1212
უკან

პრემიერი სტუდენტებს განათლების სისტემაში ჩართვისკენ მოუწოდებს. როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რეფორმას საჭიროებს თვითმართველობის სისტემაც.
 
"თითოეული სტუდენტისა და ახალგაზრდის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მათი პროტესტიც. ძალიან მოხარული ვარ რომ სტუდენტებმა არჩიეს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკებების ფორმა.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა ჩვენი 4 პუნქტიანი რეფორმების გეგმის, გახლავთ განთალების რეფორმა, რაც გულისხმობს უმაღლესი განათლების სისტემის ძირეულ ცვლილებებს. მაქსიმალურად ჩავრთავთ ახალგაზრდებს ამ რეფორმირების პროცესში და გავითვალისწინებთ მათ აზრს.

ძალიან სამწუხაროა, რომ თვითმართველობაზე შეიქმნა ნეგატიური აზრი. ზოგადად, წარსულში პრეცედენტების გამო, როდესაც გარკვეულწილად თვითმართველობას და სტუდენტები აბსოლუტურად გულწრფელ პროტესტს იყენებდნენ საკუთარი მიზნებისთვის. ჩვენ ვიმიჯნებით ასეთ ხედვას და თითოეული სტუდენტის თვითმართველობაში გაწევრიანებული ახალგზრის აზრი არის მნიშვნელოვანი, თვითმართველობაც საჭიროებს რეფორმას და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას ჩაერთოს რეფორმირების პროცესში.

აუცილებლად მივაღწევთ ისეთ მოდელს, რომლიც იქნება პროგრესული და არ იქნება ისეთი, რომ სტუდენტები ქუჩაში გამოდიოდნენ და სასწავლო პროცესი იშლებოდეს. მე მოხარული ვარ რომ სასწავლო პროცესი განახლდება და ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.