მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

570b3b2029d04
BM.GE
11.04.16 09:49
1249
საქართველოს პრემიერ–მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში (AIM 2016) და სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე: „Global Leaders Debate.“
 
პრემიერ-მინიტრის პრეს-სამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში არსებულ დადებით საინვესტიციო კლიმატზე, ჯანსაღ და პოზიტიურ ბიზნესგარემოზე, ქვეყნის სავაჭრო-ეკონიმიკურ პოტენციალზე. ფორუმის მონაწილეები გიორგი კვირიკაშვილისგან მოისმენენ, რა როლი უკავია საქართველოს "ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში. პრემიერი ასევე ისაუბრებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში გაატარებს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტთან, დუბაის მმართველ შეიხთან, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან და აბუ დაბის ტახტის მემკვიდრესთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან. გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება საინვესტიციო ფორუმში მონაწილე ბიზნესწრეების წარმომადგენლებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.