18.ივნისი .2019 14:08

პრემიერი: დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად

views 614
უკან

პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა. ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო კი პრემიერის თქმით, მისი მრჩევლის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"დავით სერგეენკომ შეძლო მნიშვნელოვანი და რთული რეფორმების გატარება. გამოვყოფ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომელმაც საქართველოში სრულიად განასხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გვაქვს ეკონომიკური გამოწვევბი ამის მიუხედავად ჯანდაცვის სტანდარტი იზრდება წლიდან წლამდე და მოქალქეების ხელმისაწვდომობა იზრდება ჯანდაცვის სერვისებზე“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც დავით სერგეენკოს მინისტრობის დროს გატარდა, არის ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.

პრემიერმა სერგეენკოს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა