23.მაისი.2019 12:42
საზოგადოება

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო რეგიონში ლიდერი გახდება

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო რეგიონში ლიდერი გახდება
"დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"საქართველო ხდება სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი, რაც ამავე დროს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია იმისკენ, რომ ჩვენ ეფექტურად ვიყოთ ინტეგრირებული საერთო ევროპულ სივრცეში. AMEE-ს აქვს ორი რეგიონული ცენტრი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იქნება მესამე, რომელიც ჩვენი რეგიონის გარდა დაფარავს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, დაახლოებით ორი მილიარდის სამედიცინო სერვისი შესთავაზოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქართველი ერისთვის, სამედიცინო განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია და ამავე დროს ორიენტირი მომავლისკენ.

"ჩვენ მოვახდინეთ მოთხოვნადი სამედიცინო პროფესიების იდენტიფიცირება, რომლებზეც 10 წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა იქნება. სწორედ ამიტომ, თქვენს უნივერსიტეტს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა და პასუხისმგებლობა. ერთის მხრივ, ჩვენი მომავალი თაობებისთვის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება და მეორეს მხრივ, მოამარაგონ ჩვენი ეკონომიკა ისეთი პროფესიონალებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შევქმნათ ძალიან წარმატებული სამედიცინო სფერო, რომლითაც იამაყებს არა მხოლოდ საქართველო და ჩვენი მოქალაქეები, არამედ ის გახდება ხარისხის გარანტი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ვფიქრობ, AMEE-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით ამ ნაბიჯის განხორციელება თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო გაუადვილდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავისი ისტორიული, საგანმანათლებლო კერის როლი.

"ეს არის ის, რაც საქართველოს ისტორიულად ჰქონდა და რითაც თითოეული ქართველი განსაკუთრებით ამაყობს. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას ჩვენთვის აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, სიმბოლური და ემოციური დატვირთვაც. ამასთან ერთად, ბუნებრივია, ეს არის აღიარება იმ რეფორმებისა და ახალი მიდგომებისა, რომელიც რეალურად ტარდება სამედიცინო უნივერსიტეტში. როდესაც ვსაუბრობთ სამედიცინო განათლებაზე, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ნოვატორულ მიდგომებს. ეს არის სფერო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ვითარდება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არა თუ ჩამოვრჩეთ ამ ტემპს, არამედ ვიყოთ ყველაზე უფრო წარმატებულები და გაბედულები, როდესაც ვსაუბრობთ ნოვატორულ მიდგომებზე", - განაცხადა პრემიერმა.


16.ივნისი.2019 19:00
51

რა რჩევებს აძლევს გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობას

ვრცლად
16.ივნისი.2019 15:35
235

„ევექსის ჰოსპიტლებში“ ისრაელის პროფესორები ოპერაციებს განახევრებულ ფასად ჩაატარებენ

ვრცლად
16.ივნისი.2019 11:18
391

ვანო მაჭავარიანი: "ოქროს სიის" გაუქმება რეალურად ორი წელია ბიუჯეტში იყო ნაგულისხმევი

ვრცლად
15.ივნისი.2019 21:10
661

"აშშ-ში ვიზიტმა გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში"

ვრცლად
15.ივნისი.2019 18:37
396

ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს

ვრცლად
15.ივნისი.2019 15:16
794

29 ივნისს, კონფერენცია - „ინოვაციები და ტექნოლოგიები არაფორმალურ განათლებაში“ გაიმართება

ვრცლად