11.ივნისი.2019 22:58
ეკონომიკა

პრემიერი: ჩვენ გვინდა მეტი ინვესტიცია, მეტი ვაჭრობა და მეტი აშშ საქართველოში

პრემიერი: ჩვენ გვინდა მეტი ინვესტიცია, მეტი ვაჭრობა და მეტი აშშ საქართველოში
საქართველო-აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ზრდას განაგრძობს და ვამაყობთ, რომ დღეს 200-მდე ამერიკული კომპანია საქმიანობს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო წარმოადგენს უნიკალურ კარიბჭეს, საიდანაც ამერიკულ კომპანიებს მარტივად და სწრაფად შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ევროპის და აზიის ბაზრებს.

„გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედეგად მოგვცემს სავაჭრო თანამშრომლობის უნიკალურ მოდელს. ეს კი იქნება შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც ჩვენს რეგიონში ამერიკის ბიზნეს ინტერესებს მოუტანს უზარმაზარ შესაძლებლობებს. ვაშინგტონში საქმიანი ვიზიტის გარდა, ამერიკაში ჩემი სტუმრობის არსებით ნაწილს შეადგენს საქართველოს ეკონომიკის განმტკიცება. ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ეროვნული ეკონომიკა, რომელიც თანხვედრაშია ჩვენს ძლიერ ეროვნულ უსაფრთხოებასთან. ამ მიზნით, მე შევხვდი პოტენციურ ინვესტორებს და კორპორატიულ პარტნიორებს სან-ფრანცისკოში (სილიკონის ველი) და სიეტლში. მოგვიანებით ამ კვირაში მივემგზავრები დალასში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო მდივან პომპეოსთან საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოში ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების გზები.

„ჩემი გზავნილი ყველგან მკაფიოა - საქართველო ღიაა ბიზნესისთვის და ჩვენ მივესალმებით ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რათა მათ გამოიყენონ საქართველოში არსებული შესაძლებლობები. ჩვენ გვინდა მეტი ინვესტიცია, მეტი ვაჭრობა და მეტი ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში. ბატონო სახელმწიფო მდივანო, ჩვენი პარტნიორობა უმტკიცესია და ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო ინტერესებს. ჩვენ გვაქვს საერთო სტრატეგიული ხედვა, რათა განვამტკიცოთ ეს სტრატეგიული პარტნიორობა, და ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა უზრუნველვყოთ სრულფასოვანი ალიანსი მომდევნო ათწლეულებში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ავტორი: თელარა გელანტია

19.აგვისტო.2019 11:24
97

საქსტატი: 7 თვეში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი, 4.7%-ით შემცირდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:15
102

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 11.4%-მდე შემცირდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:05
210

"სტარტაპ-რესტორანი" - "თიბისი ბანკი" სტარტაპერებისთვის ახალ ფინანსურ პროდუქტს ქმნის

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:45
62

პარლამენტის თავმჯდომარე ნათია თურნავასა და მიხეილ ხიდურელთან შეხვედრას გეგმავს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:16
168

კახი კალაძემ Facebook-ის მომხმარებლებს თბილისში მიმდინარე საგზაო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ვრცლად
18.აგვისტო.2019 20:05
269

Bitfury-მ ხელოვნური ინტელექტის განყოფილება წარადგინა

ვრცლად