13.აგვისტო.2019 13:39
ეკონომიკა

პრემიერი: ჩადით აჭარაში. 40%-იანი ზრდა გვქონდა ივნისში და შემდეგ იყო მნიშვნელოვანი ვარდნა

პრემიერი: ჩადით აჭარაში. 40%-იანი ზრდა გვქონდა ივნისში და შემდეგ იყო მნიშვნელოვანი ვარდნა
„შეეკითხეთ ტურიზმის სექტორში ნებისმიერ ადამიანს, ჩადით აჭარაში. 40%-იანი ზრდა გვქონდა ივნისში და შემდეგ იყო მნიშვნელოვანი ვარდნა ივლისში. ეს არის მოცემულობა“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა bm.ge-ის კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ აკეთებს ბოლო პერიოდში ხელისუფლება ძირითადად აქცენტს იმაზე, თან პროგნოზებზე დაყრდნობით, რომ ავიასანქციების შედეგად და რუსი ტურისტების კლების გამო, დარგმა იზარალა.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილის სახელით გავრცელდა პრეს-რელიზი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ივლისში რუსი ტურისტებისგან საქართველოს 44 მლნ დოლარი დააკლდა, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკს ოფიციალური სტატისტიკა, ჯერჯერობით, არ გამოუქვეყნებია.

გარდა ამისა, გუშინ, ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ივლისის მგზავრთნაკადის სტატისტიკის გამოქვეყნებამდე (სტატისტიკა დღეს გამოქვეყნდა), ეკონომიკის მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის სახელით გავრცელდა რელიზი, რომელშიც ეწერა, რომ თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს ივლისში 105 ათასი მგზავრი დააკლდა, მაგრამ არაფერი არ იყო ნათქვამი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადზე, სადაც როგორც აღმოჩნდა, ივლისში მგზავრების 14%-იანი ზრდა იყო.

სწორედ აღნიშნული მაგალითებიდან გამომდინარე დასვა bm.ge-იმ შესაბამისი კითხვა, რაზეც პრემიერმა შემდეგი პასუხი გასცა:

„სტატისტიკა არსებობს ფაქტობრივი და არსებობს საპროგნოზო მაჩვენებელი. ეს ძალიან ნორმალური მოვლენაა. მე თხოვნა მექნება, გავაკეთოთ აქცენტი ყოველთვის შინაარსზე. ნებისმიერი საკითხის გარშემო კონსპირაციული თეორიების შექმნა არამგონია, სწორი იყოს და ეს აინტერესებდეს საზოგადოებას. ბუნებრივია, ტურიზმის სექტორი დაზარალდა იქიდან გამომდინარე, რომ პირველადი შეფასებით, დაახლოებით 60 მილიონი დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო ტურიზმის სექტორმა ივლისის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები სხვა მიმართულებით: იქნება ეს ჩვენი ექსპორტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თუ სხვა მიმართულებები.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური საკითხების დინამიკა არის პოზიტიური, ამას იზიარებენ კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები და თქვენ მოისმინეთ მათი პროგნოზები.

ამიტომ, ჩვენი შეფასებაც გახლდათ ერთმნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, ვინც არ უნდა ისაუბროს, ფაქტია, რომ ტურიზმის სექტორმა მიიღო მნიშვნელოვანი ზარალი და პირველ რიგში, ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა.

ჩვენ ვალდებული ვართ, ამ ხალხს ამოვუდგეთ გვერდში. შევიმუშავეთ2 პროგრამა და ვფიქრობთ, რომ დავაბრუნებთ იმ მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა ტურიზმის სექტორში. იმის შესახებ საუბარი, რომ თურმე ტურიზმის სექტორი არ დაზარალებულა ამ შეზღუდვებით... მე არ ვიცი, ამას რა დავარქვა, ეს არც კონსპირაციის თეორია არ არის და არც ტყუილი. მსგავსი დეზინფორმაცია მე არ ვიცი რა უნდა იყოს. შეეკითხეთ ამ სექტორში ნებისმიერ ადამიანს, ჩადით აჭარაში. 40%-იანი ზრდა გვქონდა ივნისში და შემდეგ იყო მნიშვნელოვანი ვარდნა ივლისში. ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა ბახტაძემ.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

19.აგვისტო.2019 21:00
78

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე - ქალებში

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:16
2850

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:15
91

„მგზავრთა მოსაკრებლის შეღავათით ისარგებლებს ნებისმიერი ეროვნული ავიაგადამზიდი 100.000-ზე მეტი მგზავრით“

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:01
183

"Fitch-ი ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს"

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:15
121

ბობ ჰამილტონი: ნებისმიერი სიგნალი, რომ მთავრობა ოპონენტებს სჯის, დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:02
60

თბილისის სააპელაციო და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა Regininfo.ge სამართალდამრღვევად ცნო - კომისია

ვრცლად