03.დეკემბერი.2015 11:53
ეკონომიკა

პრემიერი, ავტომანქანების გაუმართაობის პრობლემაზე, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების ინიციატივით გამოდის

პრემიერი, ავტომანქანების გაუმართაობის პრობლემაზე, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების ინიციატივით გამოდის
პრემიერ-მინისტრი, ავტომანქანების გაუმართაობის პრობლემის ეტაპობრივი მოგვარების მიზნით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების ინიციატივით გამოდის, - განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
 
"შეიძლება, ერთი ადამიანი გავანაწყენოთ და 20-ის სიცოცხლე ვიხსნათ. ვფიქრობ, ამაზე შეიძლება საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩავატაროთ. ვკითხოთ მოსახლეობას, რა ურჩევნიათ. რაღაც ხარჯი შეიძლება გაწიოს ადამიანმა, რომელსაც არ აქვს კატალიზატორი, შეიძლება კომპანიებს ვთხოვოთ, რომ გააკეთონ განვადება, მაგრამ ეს სასწრაფოდ დასარეგულირებელია, ეს არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამის შემდეგ, ეტაპობრივად, ავტომანქანების დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება დაინერგება. ცვლილებები დროში გაიწერება. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხს დროსა და სივრცეში დანახვა, გეგმის შემუშავება, მოსახლეობისთვის წარდგენა და განხორციელება სჭირდება. გეგმას მთავრობა მოსახლეობას უახლოეს მომავალში წარუდგენს.

"მანამდე, გთავაზობთ, ჩავატაროთ კვლევა და გავიგოთ ხალხის აზრი, რამდენად აწუხებთ მათ ეს საკითხი. ვფიქრობ, ეს საკითხი ყველას აწუხებს. სიმსივნეების და სხვა დაავადებების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის გამონაბოლქვი", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა მარჯვენასაჭიან და გაუმართავ ავტომანქანებს უკავშირდება.

26.აგვისტო.2019 13:31
161

ხაზარაძე–ჯაფარიძემ 700-700 ათას ლარიანი გირაო გადაიხადეს

ვრცლად
26.აგვისტო.2019 13:00
180

2020 წელს სოფლის მეურნეობის სტრატეგიის განსახორციელებლად ორი ახალი უწყების შექმნა იგეგმება

ვრცლად
26.აგვისტო.2019 12:30
57

ბათუმში კოღოებისა და მღრღნელების შესაწამლად 369 000 ლარი იხარჯება

ვრცლად
26.აგვისტო.2019 12:05
102

საპენსიო სააგენტო ფრანგი ექსპერტის კონსულტაციებს იღებს

ვრცლად
26.აგვისტო.2019 11:35
131

რომელი კატეგორიის (A, B) ნებართვებით მოძრაობა სურთ ტაქსის მძღოლებს – გამოკითხვის შედეგები

ვრცლად
26.აგვისტო.2019 11:00
737

რატომ არ ჩანს სატელევიზიო ანძაზე რესტორნის გახსნის მსურველი – მერიის განმარტება

ვრცლად