15.ივნისი.2019 21:49
ეკონომიკა

პრემიერი-ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე: ეს არის განსაკუთრებული მასშტაბის მქონე პროექტი

პრემიერი-ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე: ეს არის განსაკუთრებული მასშტაბის მქონე პროექტი

საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი და ბუნებრივია ანაკლიას აქვს ამ სტრატეგიაში თავისი განსაკუთრებული როლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან  ამ საკითხთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია გრძელდება.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, რათა ქვეყანამ მოახდინოს სატრანსპორტო პოტენციალის რეალიზაცია.

„სწორედ მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი ჯერ კიდევ საქართველოს რკინიგზის  ხელმძღვანელობის პერიოდში და ვსაუბრობდი, რომ თუ ჩვენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას განვავითარებდით ისე, რომ შევძლებდით მსხვილი მოთამაშეების მოზიდვას, შევძლებდით ინტეგრირებას აზიის და ევროპის ბაზრების,  საქართველოს გაუჩნდებოდა შანსი, რომ ყოფილიყო ეს სატრანსპორტო ცენტრი. ერთობლივ დეკლარაციაში სწორედ ეს არის ასახული.

აქედან გამომდინარე, საქართველოში ნებისმიერი პროექტის განვითარება, განსაკუთრებით ანაკლიის, ჩვენ სწორედ ამ ჭრილში უნდა წარმოვიდგინოთ.

ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, რომ მოვახდინოთ ჩვენი სატრანსპორტო პოტენციალის რეალიზაცია. მე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა სიეტლში,   კომპანია "SSA MARINE"-თან, რომელიც განიხილება ამ პორტის ოპერატორ კომპანიად. ეს არის საკმაოდ მსხვილი, ძალიან გამოცდილი ამერიკული კომპანია და ბუნებრივია,  ჩვენ მივესალმებით მსგავსი პროფილის და მსგავსი მასშტაბის ამერიკული კომპანიების მონაწილეობას ამ საკითხში. ეს არის განსაკუთრებული მასშტაბის მქონე  პროექტი და ბუნებრივია, ამ პროექტის წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, რომ მსხვილი მასშტაბის მოთამაშეები და  მსგავსი პროფილის კომპანიები აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი ამ პროექტში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

ავტორი: თელარა გელანტია

20.ივლისი.2019 13:31
68

1,5 მლნ ლარის ინვესტიცია - შიდა ქართლში მეფრინველეობის ფერმა აშენდა

ვრცლად
20.ივლისი.2019 13:15
147

“საპარტნიორო ფონდის” პროექტი - ჩამოწერილი ჯარიმები და გადავადებული ვალდებულებები

ვრცლად
20.ივლისი.2019 12:46
93

ფინანსთა მინისტრი: მოსახლეობასთან შედგა ღია დიალოგი - სადაც კრიტიკა იყო საჭირო, გვესმოდა კრიტიკა

ვრცლად
20.ივლისი.2019 12:11
101

top 5 დაცული ტერიტორია საქართველოში, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ

ვრცლად
20.ივლისი.2019 11:05
395

„$37,000 უკან გადავრიცხე - ინდოეთში“, - ბიზნესის პრობლემები ინდოეთიდან ტურისტების მოზიდვისას

ვრცლად
20.ივლისი.2019 10:20
119

აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისთვის 200 ათასი ევრო დაიხარჯება

ვრცლად