30.აპრილი.2016 09:25
ეკონომიკა

პრემიერი ამერიკელ ინვესტორებს: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი საგადასახადო ტვირთი გვაქვს

პრემიერი ამერიკელ ინვესტორებს: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი საგადასახადო ტვირთი გვაქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებს ამჯერად ნიუ-იორკში წარუდგინა.
 
საუბრის დასაწყისში პრემიერმა ხაზი გასვა ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, რაც მისი თქმით, ამერიკის შეთებულ შტატებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და ინვესტიციების მოზიდვაა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა, რომელიც რეგიონში არსებული საფრთხეების მიუხედავად, ინაჩუნებს სტაბილურობას და თანმიმდევრულად მიჰყვება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. მისი თქმით, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს კარგ საფუძველს ინვესტირებისთვის. პრემიერმა ასევე ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან და მეზობელ ქვეყნებთან გაააჩნია. მან ხაზი გაუსვა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას.

მისივე ინფორმაციით, 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში გაიზარდა 80 პროცენტზე მეტით და შეადგინა 1,83 მილიარდი აშშ დოლარი, რაც არის საუკეთესო მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში.

გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მაღალ რეიტინგებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ამერიკელ ინვესტორებს სთავაზობს დიდ შესაძლებლობებს და სთავაზობს თავისუფალ და ღია ეკონომიკას.

"საქართველო მართლაც განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელსაც აქვს მაღალი რეიტინგები, მაგალითად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი საგადასახადო ტვირთი, და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მთავრობის დაკვირვების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია - ამ შედეგებს ადასტურებენ აღიარებული საერთაშორისო ინსტიტუტები: მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვ. რასაც, თავისთავად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციების მოზიდვისთვის," - განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრმა ამერიკული ბიზნესწრეების წარმომადგენლებს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო და ესაუბრა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტუქტურულ პროექტებზე.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრას ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების 70-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

24.აგვისტო.2019 20:20
172

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 19:29
136

ახალსოფელთან ტყეში ხანძრის ადგილზე ტექნიკის შესაყვანად გზა გაიჭრება

ვრცლად
24.აგვისტო.2019 18:10
160

წელს ქართული ნივრის ერთადერთი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

ვრცლად
24.აგვისტო.2019 17:15
1736

"აწარმოე საქართველოში" მცირე გრანტების პროექტს შემოდგომაზე განაახლებს – დაფინანსება 30 000 ლარი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 16:50
1353

Ryanair–ის პილოტები გაფიცვას გეგმავენ

ვრცლად
24.აგვისტო.2019 15:30
333

მინსკში "ქართული სახლი" გაიხსნა

ვრცლად