11.ივლისი .2019 14:46

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირისგან საქართველოსთვის სპეციალური ფინანსური მექანიზმის შექმნა მოითხოვა

views 580
უკან

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირისგან საქართველოსთვის სპეციალური ფინანსური მექანიზმის შექმნა მოითხოვა. როგორც მამუკა ბახტაძემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან დარგობრივ ინტეგრაციაზე და ამ კონტექსტში ისაუბრა "ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე".


პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა იმ მთავარ გამოწვევებს, რომწლთა წინაშე საქართველო იმყოფება.



"ხშირად ვამბობ, რომ საქართველოს ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა გააჩნია ოკუპაციისა და სიღარიბის სახით. ეს იქცა ჩემს თეზად და საფუძვლად დაედო ყველა იმ რეფორმასა და ინიციატივას, რომელსაც ქვეყანაში ნერგავს ჩემი მთავრობა.


საქართველოს ცხადად ესმის, რომ ევროკავშირთან პარტნიორობა ეფუძნება თავად პარტნიორების შესაძლებლობებსა და ნება-სურვილს. გარწმუნებთ, რომ ორივე გაგვაჩნია. გვსურს და შეგვიძლია დარგობრივი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით ყველამ უნდა ვიმუშაოთ. თუმცა, ამ გზაზე ჩვენ თქვენი მხარდაჭერა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომა გვჭირდება, რათა საკმარისი პირობები შეიქმნას ჩვენს ქვეყანაზე და ქართულ საზოგადოებაზე ტრანსფორმაციული ეფექტის მქონე რეფორმების განსახორციელებლად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა