მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერ-მინისტრი უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ულოცავს

5d37137d5f135
თელარა გელანტია
23.07.19 18:35
1031
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ულოცავს.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში" გამოქვეყნებულ პოსტში მთავრობის მეთაური გამოთქვამს რწმენას, რომ ორ მეგობარ ქვეყანას შორის კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება.

„ვულოცავ უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას! დარწმუნებული ვარ, ეს წარმატებული არჩევნები კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინულ დემოკრატიას, რეფორმებსა და პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ასევე განამტკიცებს კავშირებს ჩვენს მეგობარ ქვეყნებს შორის", - წერს მამუკა ბახტაძე „ტვიტერში".