მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრაღაში ძვირადღირებული სოფელი აშენდება - ჩეხური მედია

5d5d02efde9dc
მიხეილ ხაჩიძე
21.08.19 18:00
800
ვილა გოლფის კორტებზე, სპა ჩოგბურთის მოედნით - მდიდარი ჩეხების ოცნება რეალობა ხდება. პრაღის ძველ ქალაქთან ახლოს, მთიანი ლანდშაფტის ტერიტორიაზე ძვირადღირებული სოფელი ეწყობა. 140 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 350 საცხოვრებელი სახლი გაშენდება, რომელიც 18 გოლფის მოედნით იქნება გარშემორტყმული.


როგორც ჩეხურ მედიასთან საუბარში პროექტის ხელმძღვანელი მარგუნდ შუჰი აცხადებს, პრაღის სამხრეთ ნაწილის განვითარებაში, რამდენიმე ასეული მილიონი ევროს ინვესტიციის ჩადებას ბრიტანული უძრავი ქონების შვილობილი კომპანია აპირებს. 


ფასები საკმაოდ მაღალია, ძვირადღირებულ სოფელში კვადრატული მეტრი 4000 ევროდან იწყება. ამერიკული სტანდარტის სოფელში, რომელსაც საოცარი ხედები პრაღის ცენტრალურ ნაწილზე ექნება, ბინების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ამ დროისთვის, პროექტის ხელმძღვანელის თქმით, 42 მშენებარე სახლი გაყიდულია.


ჩეხეთის დედაქალაქი ბოლო წლებში მშენებლობების ბუმით  განსაკუთრებულად არ გამოირჩევა.  როგორც სპეციალისტები აცხადებენ, 2019 წელს პრაღაში, მთლიანობაში 5300 ახალი სახლი აშენდება, რაც 2015 წლის მონაცემებზე ერთი მესამედით ნაკლებია.  მიუხედავად ამისა,  უძრავი ქონების გაყიდვების კუთხით, "ოქროს ქალაქი"  მართლაც მოწინავეა. 


აღსანიშნავია ისიც, რომ ჩეხეთში საცხოვრებელ სახლებზე ფასები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე - ხელფასები. საშუალოდ, ყველაზე მაღალი სარგო ქვეყნაში 1500 ევროა, რაც მაგალითისთვის, ევროკავშირის სხვა ქვეყნის, გერმანიის ხელფასთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.