06.აპრილი .2016 15:07

პოროშენკო Roshen-ს ვერ ყიდის

views 1191
უკან

უკრაინის პრეზიდენმა პეტრო პოროშენკომ ვერ შეასრულა დაპირება რომ გაყიდიდა კომპანია Roshen-ს, მიზეზი კი მყიდველის არ არსებობაა, - ამის შესახებ მან იაპონიის ნაციონალურ პრეს-ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
"ჩემი კომპანია და ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფება, მყიდველი არ მოიძებნა. ჩემი კომპანიის აქტივების ნაწილი რჩება რუსეთში. ამავე დროს ოფშორები აბსოლუტურად გამჭვირვალე მექანიზმია. რომლითაც სარგებლობენ პოლიტიკოსები მთელი მსოფლიოდან. უბრალოდ მე პირველი უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, რომელსაც სურს გაყიდოს აქტივები, რომლებიც ამავე დროს სრულიად გამჭვირვალეა", - გაანცხადა პრეზიდენტმა.

უკრაინის პირველი პირი ადრე აცხადებდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩამოშორდა მის საკუთრებაში არსებული აქტივების მართვას და ის საკონსალტინგო კომპანიას გადასცა სამართავად. იურიდიული კომპანია Avellum-ი ამავე დროს აღნიშნავს, რომ უკრაინული კომპანია Roshen-ი განარძობს გადასახადების გადახდას უკრაინის ტერიტორიაზე და ყველა ბრალდება გადასახადისაგან თავის არიდების შესახებ უსაფუძვლოა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა