11.ივნისი.2019 23:02
ეკონომიკა

პომპეო: საქართველო სწორ მიმართულებას ადგას, ვამაყობთ ჩვენი პარტნიორობით

პომპეო: საქართველო  სწორ მიმართულებას ადგას, ვამაყობთ ჩვენი პარტნიორობით
საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით - საბჭოთა კომუნიზმის რეჟიმში ყოფის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილების შემდეგ - ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას და ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პარტნიორობით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ინფორაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პრემიერ-მინისტრს აშშ-თან კარგი მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა საქართველოს დასავლური განვითარების მხარდასაჭერად.

„ვამაყობთ, რომ ქვეყნის ჯეროვანი პარტნიორები ვართ. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა დავიცვათ ის ძნელად მოპოვებული მიღწევების დაკარგვის რისკისგან და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველომ მტკიცედ დასავლური განვითარება გააგრძელოს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობა გვერდით დგომისთვის, ჩემთან და ჩვენს გუნდთან შეხვედრისთვის. მადლობას მოგახსენებთ თქვენ და საქართველოს აშშ-სთან კარგი მეგობრობისა და პარტნიორობისთვის", - მიმართა მაიკლ პომპეომ მამუკა ბახტაძეს.
ავტორი: თელარა გელანტია

19.აგვისტო.2019 11:24
71

საქსტატი: 7 თვეში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი, 4.7%-ით შემცირდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:15
75

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 11.4%-მდე შემცირდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:05
174

"სტარტაპ-რესტორანი" - "თიბისი ბანკი" სტარტაპერებისთვის ახალ ფინანსურ პროდუქტს ქმნის

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:45
56

პარლამენტის თავმჯდომარე ნათია თურნავასა და მიხეილ ხიდურელთან შეხვედრას გეგმავს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:16
155

კახი კალაძემ Facebook-ის მომხმარებლებს თბილისში მიმდინარე საგზაო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ვრცლად
18.აგვისტო.2019 20:05
268

Bitfury-მ ხელოვნური ინტელექტის განყოფილება წარადგინა

ვრცლად