26.იანვარი .2016 13:32

პოლონეთში საინვესტიციო ფორუმი "Wroclaw–Batumi" გაიმართება

views 1422
უკან

2016 წლის 26 თებერვალს პოლონეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ვროცლავში საინვესტიციო ფორუმი „Wroclaw–Batumi“ გაიმართება. ფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში ტარდება. ღონისძიების თანაორგანოზატორი პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეეზის სავოევოდოს მარშალის ოფისია.
 
ბიზნეს ფორუმზე პოლონელი ინვესტორები და სხვა დაინტერესებული პირები აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან. შეხვედრის მონაწილეებს აჭარაში ბიზნესის დაწყების რეგულაციების და საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია სპეციალური პრეზენტაციის საშუალებით მიეწოდებათ

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა