მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთი გერმანიისგან 850 მლრდ დოლარს ითხოვს

5d5cefe8b5b44
მიხეილ ხაჩიძე
21.08.19 18:15
7614

პოლონეთის მთავრობამ მესამე რაიხის დროს ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი 850 მილიარდ დოლარად შეაფასა – ამის შესახებ რეპარაციის კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა.

როგორც პოლონური მხარე განმარტავს, ეს თანხა გერმანიამ პოლონეთს კოპენსაციის სახით უნდა გადაუხადოს. უახლოეს პერიოდში შესაბამისი დოკუმენტი და ანგარიში მომზადდება, რომელიც ოფიციალურ ბერლინს გაეგზავნება.

ვარშავაში მიაჩნიათ, რომ პოლონეთს მეორე მსოფლიო ომის შედეგებისთვის გერმანიისგან სამხედრო რეპარაციის მიღების უფლება აქვს.


ჰიტლერის სამხედროები პოლონეთში 1939 წელს შეიჭრნენ; პირველად სასაზღვრო ქალაქი ვილუნი დაბომბეს და დაიკავეს, შემდეგ კი ფაშისტურმა გერმანიამ ქალაქი გდანსკი დაიკავა.

ყველაზე მწვავედ მეორე მსოფლიო ომი პოლონეთმა იწვნია. ჰიტლერის ტერორისტულ მმართველობასა და ომს 5,8 მილიონი პოლონელი ემსხვერპლა, მათ შორის 3 მილიონი - პოლონელი ებრაელი.