მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკოსები Facebook-ის კრიპტოვალუტას სკეპტიკურად უყურებენ

5d0a30dc6bcb5
მიხეილ ხაჩიძე
19.06.19 18:35
1014

Facebook-ის ახალი ინიციატივა, რომელიც 2020 წლიდან კრიპტოვალუტის გამოშვებას ითვალისწინებს, უცხოელ პოლიტიკოსებში კრიტიკის საგნად იქცა.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას მარკ ცუკერბერგის ინიციატივა დაგმო და განაცხადა, რომ საკითხი  "დიდი შვიდეულის" სამიტზე ფინანსთა მინისტრების განხილვის მთავარი თემა უნდა გახდეს.


"გამორიცხულია, რომ Libraსახელმწიფო ვალუტა გახდეს, ეს არ შეიძლება და დაუშვებელია მსგავსი რამის მოხდეს", -  დასძინა ბრუნო ლე მეღიმ.



შეგახსენებთ, რომ ცნობილი სოციალური ქსელის დამფუძნებელმა კრიპტოვალუტის შესახებ დეტალები გუშინ გაასაჯაროვა. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, Libra 2020 წლიდან გამოვა და მაქსიმალური ყურადღება მის სტაბილურობაზე გაკეთდება. "ფეისბუქს" სურს, რომ კრიპტოვალუტა განვითარებად ქვეყნებში ადგილობრივი, ნაკლებად მყარი ვალუტების ალტერნატივად იქცეს.