მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარამდე გაიზრდება

5657f8732a1a8
BM.GE
27.11.15 10:25
1537
2016 წლის პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება-აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით 2012 წელთან შედარებით პენსიები 64 პროცენტამდეა გაზრდილი.
 
"მომავალი, 2016 წლის ბიუჯეტიც სოციალურად ორიენტირებული იქნება. ეს სახსრები განკუთვნილი იქნება პენსიებისა და პედაგოგების საბაზო ხელფასების ზრდისათვის, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობისა და სხვა ღონისძიებებისათვის. პირველ რიგში, შევეხები პენსიების საკითხს. გადავწყვიტეთ, რომ 2016 წლის პირველი ივლისიდან პენსიები გახდეს 180 ლარი. 2012 წელთან შედარებით პენსიები 64 პროცენტამდეა გაზრდილი. ასე რომ, ჩვენ 600 მილიონი ლარით მეტს გავცემთ პენსიონერებისთვის," - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ასევე მუშაობს საპენსიო რეფორმაზე, რათა საბოლოოდ მოწესრიგდეს ეს სფერო და დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა.