მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველადი შედეგებით, მთაწმინდაზე ლადო კახაძემ - 41,28%, შალვა შავგულიძემ კი, 36,72% მიიღო

5ce1cf14e4e93
BM.GE
20.05.19 01:47
668
პირველადი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლადო კახაძემ - 41,28 %, ხოლო "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 36,72% მიიღო.

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სულ 31 უბანია და აქედან უკვე დათვლილია 27 უბანი.

ჟვანიას თქმით, იკვეთება მეორე ტურის ალბათობა.

მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დანარჩენი კანდიდატები, რომლებმაც ხმათა 1%-ზე მეტი მიიღეს, არიან: გერმანე საბო 4,78%, ლევან იოსელიანი - 6,43%, კობა დავითაშვილი - 2,87 %, სოფიო ხორგუანი- 2,58 %, გრიგოლ გეგელია -3,11%.