21.აპრილი .2016 09:47

პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობა დასრულდა

views 1017
უკან

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საბოლოო ანგარიშს საკონსულტაციო ჯგუფი "გლობალ ალიანსი" ხვალ წარადგენს.
 
ცოტა ხნის წინ დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ ქართულ ჯანდაცვაში შემდგომი ნაბიჯი სწორედ პირველადი ჯანდაცვის ძირეული რეფორმა იქნება, რომლის მიზანია გაიზარდოს მოსახლეობის წვდომა პირველად ჯანდაცვაზე.

როგორც დავით სერგეენკომ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, პირველადი ჯანდაცვის სისტემის შემუშავებაზე საკონსულტაციო კომპანიამ მუშაობა დაასრულა. "ხვალ იქნება კონფერენცია, სადაც ჩვენი საკონსულტაციო კომპანია წარადგენს საბოლოო ანგარიშს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის შესახებ. ძირითადი პარამეტრები შეჯერებულია" -აცხადებს დავით სერგეენკო. მინისტრის თქმით, რეფორმის ძირითად პარამეტრებზე კონფერენციის ფარგლებში იქნება საუბარი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა