02.იანვარი .2016 12:13

პირველად 40 წლის შემდეგ, ამერიკული ნავთობი ექსპორტზე გავიდა

views 1240
უკან

პირველად 40 წლის შემდეგ, ამერიკული ნავთობი ექსპორტზე გავიდა. ბლუმბერგის ინფორმაციით, კომპანია ConocoPhillips-ის ტანკერმა ტეხასის პორტი დატოვა და მას პროდუქცია იტალიაში გადააქვს.
 
აშშ-დან ნავთობის ექსპორტზე ემბარგო 40 წლის განმავლობაში მოქმედებდა. ნავთობზე ემბარგოს გაუქმებას ითხოვდნენ "რესპუბლიკელები", რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამერიკული ნავთობის ექსპორტის განახლება ქვეყნის ეკონომიკას დამატებით თანხებს მოუტანს და ბიუჯეტის დაბალანსებას შეუწყობს ხელს.

პრეზიდენტმა ობამამ შესაბამის განკარგულებას ხელი 22 დეკემბერს მოაწერა. ამერიკაში ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვა 1975 წელს დაწესდა.