28.აპრილი .2016 11:05

პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 2,3 პროცენტით გაიზარდა

views 1251
უკან

წინასწარი მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 3,4 % ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,3 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-მარტში საქონლის ექსპორტი 11,9-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 5,2%-ით.

საგარეო სავაჭრო ბრუნვა პირველ კვარტალში, 6,6 პროცენტით არის შემცირებული.

ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა მარტში 10,9%-ით გაიზარდა და 4 651 შეადგინა.

რაც შეეხება ბიუჯეტს, მარტში ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა. შემოსავლებმა 900 მილიონი, ხოლო ხარჯებმა კი 712 მილიონი ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა