15.მაისი.2019 14:41
ეკონომიკა

„პირველ ეტაპზე TOP-500 სახელმწიფო მოხელის პოზიციაზე კვალიფიციური კადრები უნდა დავაყენოთ“

„პირველ ეტაპზე TOP-500 სახელმწიფო მოხელის პოზიციაზე კვალიფიციური კადრები უნდა დავაყენოთ“
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში ეკონომიკურ ხედვებზე საუბრისას ის პრიორიტეტები ჩამოთვალა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არის საჭირო, ხოლო ცენტრალურ და რეგიონულ მთავრობაში დისციპლინას დაამყარებს.

Bm.ge გიორგი ქობულიას მიერ დასახელებულ პრიორიტეტებს უცვლელად გთავაზობთ:

1. სამთავრობო სტრუქტურებში დროულად გადაწყვეტილებების მიღების კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება - წარსულში იყო, რომ განსაზღვრული დოკუმენტი 20 დღეში უნდა გაცემულიყო და თუ არ გაიცემოდა ის, ოფიციალურად გაცემულად ითვლებოდა. ეს გააუქმეს.

2. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მთავრობის სხდომაზე რისი გატანა ხდება - რას აკეთებს მთავრობის ადმინისტრაცია და რას არ აკეთებს? ყველა საკითხის გატანა მთავრობის სხდომაზე არაეფექტური და არაპროდუქტიულია. ჩვენ ამის რეგლამენტი უნდა განვსაზღვროთ - რისთვის გვჭირდება სამინისტროები თუ ყველა წვრილმან საკითხს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ.

3. სახელმწიფო მოხელეების კვალიფიკაციის ზრდა უმნიშვნელოვანესი საკითხია; რაც არ უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენ მუნიციპალურ და ცენტრალურ მთავრობაში კვალიფიცირებული კადრები არ გვეყოლება, ჩვენი ეკონომიკის ტემპის რეალიზება რთული იქნება. ჩვენ პირველ ეტაპზე ტოპ 500 სახელმწიფო მოხელის პოზიციაზე კვალიფიციური კადრები უნდა დავაყენოთ. ჩვენი ტოპ-სახელმწიფო მოხელეების ხელფასები კერძო სექტორისას უნდა მივუახლოვოთ, რათა მათ კონკურენცია გავუწიოთ.

4. ინვესტორების და ბიზნესის მოზიდვის მხარდაჭერის სისტემის გაძლიერება - ინვესტორებთან სამუშაოდ ერთი ფანჯრის მექანიზმის დანერგვაზე ბევრჯერ გვისაუბრია, რაც გასაკეთებელია. საჭიროა, ერთიანი ცენტრი შეიქმნას, სადაც კოორდინაცია საპარტნიორო ფონდის პროფესიული გადამზადების პროგრამის ჩართვით გაერთიანდება.

5. საერთაშორისო მოწინავე კომპანიების შემოყვანის სტრატეგიის ჩამოყალიბება - ამისთვის საჭიროა, როგორც სახელმწიფო კონტროლირებად სექტორებში საერთაშორისო კომპანიების შემოყვანის პრეფერენცირების სისტემის ჩამოყალიბება, ჰესების და ქარის სადგურების მშენებლობა, წიაღის ძებნა-მოპოვება, სახელმწიფო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე ნაწილობრივ ქონების პრივატიზაცია, რომ ჩვენს ეკონომიკაში მოწინავე კომპანიები მივიღოთ.

6. უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად მიზნობრივ ქვეყნებში აქტიური მუშაობის გაძლიერება - დესპანებზე და ატაშეებზე იყო საუბარი. შეხვედრები ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნეს გაერთიანებებთან გვქონდა. ყველა ითხოვს, რომ საქართველოდან, სამიზნე ქვეყნებში - აზიის ქვეყნებში, ასევე ევროპაში აქტიური კომერციული წარმომადგენლობა იყოს. ასევე, ჩვენ მუშაობა ევროკავშირის და აშშ-ს ელჩებთან გვჭირდება.

7. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ფუნდამენტალური გადახედვა - განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში. ჩვენ გვჭირდება, ბევრად უფრო ძლიერი პრეკვალიფიკაცია, ფასის და ხარისხის ბალანსი და სახელიანი, მოწინავე საერთაშორისო კომპანიების პრეფერენციები.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

27.მაისი.2019 09:00
31

დღეს, პარლამენტში, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი სტუდენტებს შეხვდება

ვრცლად
26.მაისი.2019 22:03
110

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
307

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
184

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
638

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
166

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად