მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Phubber – ციფრული შოპინგი საქართველოში

5ca229e1bd955
მარიამ ადამია
01.04.19 23:22
6451
Phubber – ეს არის ციფრული პლატფორმა, რომელიც საშუალებას იძლევა სხვისთვის გამოუყენებელი ნივთი, ჩვენთვის გამოსაყენებელი გავხადოთ ანუ ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაყიდოს გამოუსადეგარი ნივთი და იყიდოს - სასურველი.

Phubber-ის ერთ-ერთ დამფუძნებელი ანანო დოლაბერიძე Bm.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ აპლიკაციის მიზანია, მომხმარებელმა დიდი თანხა არ გადაიხადოს სამოსსა თუ სხვა საჭირო ნივთში.

„Phubber – ეს არის ფულის გამომუშავების საშუალება ნებისმიერი ადამიანისთვის და მოიცავს სხვადსხვა „დეპარტამენტს“. ესენია: ქართველი დიზაინერების კოლექციები, რომლის შეძენას პლატფორმაზე 50%-70%-იანი ფასდაკლებით შეძლებს; მართალია, ქართველი დიზაინერების სამოსი საკმაოდ მოთხოვნადია ბაზარზე, მაგრამ არაა ყველასთვის ხელმისაწვდომი, ამიტომ „ფაბერის“ საშუალებით მომხმარებელს ექნება საშუალება, რომ ქართველი დიზაინერების კოლექციები დაბალ ფასად შეიძინოს. შემდეგი, ეს არის „აუთლეტის დეპარტამენტი“, სადაც საქართველოში არსებული ბრენდების კოლექციებია წარმოდგენილი და დროთა განმავლობაში კიდევ დაემატება და შესთავაზებს მომხმარებელს საინტერესო პროდუქციას; ასევე, გვაქვს „ვინტაჟის დეპარტამენტი“ - საზღვარგარეთ, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება, საქართველოში ნაკლებად პოპულარულია და ვინტაჟ მაღაზიები ძალიან ცოტა რაოდენობით გვაქვს. განსაკუთრებულია “luxury” მიმართულებაც, ორიგინალი ბრენდებია წარმოდგენილი და ბოლოს, ასევე გვაქვს pre-owned დეპარტამენტი“, - ამბობს ანანო დოლაბერიძე.

მისი თქმით, აპლიკაციას სოციალური მედიის ფუნქციაც აქვს და შესაძლებელია, follow გაუკეთოთ საინტერესო მომხმარებლებს, როგორც დეპარტამენტებიდან ისე -დეპარტამენტების გარეთ ანუ აპლიკაციის კონტენტს თავიდან ბოლომდე მომხმარებელი მართავს და ნახულობს იმ პროდუქციას, რაც მას აინტერესებს. გარდა ამისა, აპლიკაციის დამფუძნებლები მომხმარებელს ყველა სახის ინფორმაციას აწვდიან და საქმის კურსში აყენებენ.

"ჩვენთვის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, FAKE პროდუქცია და ასეთი პროდუქციის მქონე მომხმარებლები, რომლებიც FAKE პროდუქციას დადებენ, აპლიკაციიდან წაიშლება, იქამდე კი, მათ ამის შესახებ მეილის საშუალებით ვაფრთხილებთ და ვაწვდით ინფორმაციას; ასევე იმის მიუხედავად, რომ „ფაბერი“ მხოლოდ პლატფორმაა და მასზე უკვე არსებული ნატურალური ბეწვის ქურქი შეიძლება გაიყიდოს, ჩვენი ღირებულებები ეწინააღმდეგება ამ კონკრეტული პროდუქციის გასაყიდ პლატფორმად ყოფნას. აპლიკაცია არის eco-friendly, ამიტომაც მსგავსი ნივთები არ განთავსდება“, - განაცხადა ანანო დოლაბერიძემ.

აპლიკაცია სატესტო რეჟიმშია და უახლოეს მომავალში მარკეტინგული კამპანიაც დაიწყება; რაც შეეხება ნივთების ტრანსპორტირება/მიწოდებას, ის უფასოა.