14.აგვისტო .2019 13:30

პესოს დაცემამ ბიტკოინზე ფასის ზრდა გამოიწვია

views 433
უკან

ბიტკოინის ფასი არგენტინის საფონდო ბირჟებზე 4% –ით გაიზარდა. დასავლური მედიის ცნობით, კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდა პესოს ვარდნასთან არის დაკავშირებული, რომელიც ერთ დღეში რეკორდულად გაუფასურდა.

ამ დროის მონაცემებით, არგენტინის საფონდო ბირჟებზე ბიტკოინი 11,750 აშშ დოლარად ივაჭრება, ხოლო საერთაშორისო ბირჟებზე მისი ფასი 11,330 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო პრაიმერი არგენტინაში გუშინ ჩატარდა, რამაც ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა იქონია. ლათინური ამერიკის ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოში საფონდო ბირჟები მოულოდნელად დაეცა, პესო კი, რეკორდულად - 30,3%-ით გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ღირებულება 65 კი პესოს შეადგენს.

ტურბულენტური ვითარება საპრეზიდენტო არჩევნების პირველადმა არჩევნებმა (პრაიმერი) გამოიწვია, სადაც ოპოზიციონერმა კანდიდატმა მოქმედ პრეზიდენტ მაურისიო მარკის 15,5%-ით გაუსწრო და ტრიუმფი იზეიმა. ოპოზიციონერი ალბერტო ფერნანდესი ყოფილი პრეზიდენტის კრისტინა კირშნერის კაბინეტის მეთაური იყო.

გამარჯვების შემთხვევაში კი, კირშნერს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნას უპირებს. კირშნერი მწვავე პოლიტიკური კურსით გამოირჩეოდა. ცნობილია მისი კრიტიკული დამოკიდებულებაც უცხოელი ინვესტორების მიმართ. მისი პრეზიდენტობის პერიოდში არგენტინის სახელმწიფო ვალი საკმაოდ გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა