მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმდება", - ილია წულაია კახა კალაძის ინიცატივას აფასებს

5d0a4faa9001b
ლიკა გურაბანიძე
19.06.19 20:27
1626
„სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის საკმაოდ მკაცრი პასუხისმგებლობა, იმისგან განსხვავებით, რაც დღემდე იყო,“ - ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ილია წულაიამ  თბილისის მერის კახა კალაძის იმ საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომლის  მიხედვითაც, სამშენებლო სექტორს მშენებლობის პროცესში რიგი კანონდაღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.


„მიუხედავად იმისა, რომ მერიის ახალმა ადმინისტრაციამ ჯარიმები გაზარდა და ზოგ შემთხვევაში გაათმაგა, ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თავისუფლების აღკვეთასაც გულისხმობს და საბოლოო ჯამში, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმდება.


დეტალებში სიმაღლის დარღვევა კონკრეტულად რა დონეზე იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საგანი, ეს პარლამენტში განხილვის დროს განისაზღვრება, მაგრამ პრინციპულად ის, რომ ადამიანმა დარღევევებით და უნებართვოდ არ უნდა ააშენოს, ბუნებრივია, ასეთი რამ უნდა გამოირიცხოს", - განაცხადა წულაიამ.