მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაშინიანი რევოლუციის მეორე ტალღას აანონსებს

5ce39ba09a6f4
BM.GE
21.05.19 10:30
1242
20 მაისს, სომხეთის პრემიერ მინისტრმა მოქალაქეებს სასამართლოების პიკეტირებისკენ მოუწოდა, რათა მოსამართლეებს სამუშაო ადგილების დაკავების საშუალება არ მიეცეთ.

პრემიერის აღნიშნული რეაქცია გამოიწვია სასამართლოს იმ გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად, პაშინიანის პოლიტიკური ოპონენტი და სომხეთის ექს პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი საპატიმროდან გათავისუფლდა; ამ უკანასკნელს ინკრიმინირებული აქვს “ძალაუფლების უზურპაციის” ბრალდება.

“საჭიროა, გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა”, - ასე მიმართავს მოქალაქეებს მოქმედი პრემიერ მინისტრი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ყველა მოსამართლე უნდა შემოწმდეს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს მათი პოლიტიკური კავშირები, მიმართებები, პროფესიონალური უნარები და მატერიალური მდგომარეობა.

“მოსამართლეები, რომლებმაც უხეში გადაცდომები დაუშვეს და ეს დადასტურებულია ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, დაუყონებლივ უნდა გადადგნენ ან გათავისუფლდნენ თანამდებობიდან”, - აცხადებს ნიკოლ პაშინიანი.

ამასთან, პრემიერ მინისტრმა მოუწოდა სომხეთის პარლამენტს, გაატაროს ყველა საკანონმდებლო ზომა, რათა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა შეიქმნას.

“საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება მზად არის გაატაროს საკონსტიტუციო რეფორმაც და ჩაატაროს რეფერენდუმი”, - აცხადებს პაშინიანი.