მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის თავმჯდომარე ნათია თურნავასა და მიხეილ ხიდურელთან შეხვედრას გეგმავს

5d59b60d642f8
თელარა გელანტია
19.08.19 10:45
776
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელ მიხეილ ხიდურელთან შეხვედრას გეგმავს.

„ფოთში, ძველ ნავსადგურში მეთევზეებს შევხვდით. მცირე სათევზაო გემები დავათვალიერე, რომელთა შორის, აფხაზეთის ძველი ფლოტის ნაწილიც არის.

სათევზაო გემები მოძველებულია, მათგან ბევრი 30 წელზე მეტი ასაკის. აქ თევზჭერით 244 ადამიანია დასაქმებული და მათი ოჯახები ამ შემოსავალზეა დამოკიდებული. ფლოტის განახლების შემთხვევაში, დასაქმებულთა რაოდენობა და შემოსავლები 2-ჯერ გაიზრდება.

ვგეგმავ შეხვედრას მინისტრთან და ჩვენი წარმატებული პროგრამის “აწარმოე საქართველოში” სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომ ეს შესაძლებლობა განვიხილო“, - წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.