მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზში მდებარე სახლი რეკორდულ ფასად, 301 მილიონ დოლარად გაიყიდა

5672807c34af9
BM.GE
17.12.15 13:27
1661
პარიზთან ახლოს მდებარე სახლი Château Louis XIV (ლუდოვიკო XIV ციხე-სიმაგრე) რეკორდულ ფასად გასხვისდა. მყიდველმა მასში 275 მლნ ევროზე მეტი ($301 მლნ) გადაიხადა, - იტყობინება Bloomberg-ი 2 წყაროზე დაყრდნობით. მყიდველის ვინაობა არ სახელდება, ცნობილია, რომ ის ახლო აღმოსავლეთიდანაა. სახლის მფლობელმა კომპანიამ Cogemad კომენტარის გაკეთება არ ისურვა. კომენტარი არ გააკეთა არც Christie’s International Real Estate-მა, რომელიც წყაროს თქმით, გარიგებაში მონაწილეობდა. სახლი პარიზიდან 15 წუთის სავალზეა, ის XVII საუკუნის სტილშია აშენებული და 23 ჰექტარ პარკსაც ფლობს. უძრავი ქონების ბაზარზე წინა რკორდი 2011 წელს დაფიქსირდა, როდესაც ლონდონში პენტჰაუსი 221 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.