მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად €700,000,000 შეგროვდა

5cb5d90a7b9c0
ლევან თაღიაშვილი
17.04.19 00:10
1100
15 აპრილს, საღამოს 19 საათზე პარიზში გაჩენილმა ხანძარმა ღვთიმსშობლის ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს თუ როგორ იწვოდა კათოლიკური ეკლესიის და მსოფლიო მემკვიდროების ძეგლი.

რევოლუციასა და ომებს გადარჩენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზებით აალდა. ჩამოინგრა ტაძრის სამრეკლო, საათი და სახურავის ნაწილი. გადარჩენილია შენობის ძირითადი კონსტრუქცია და მთავარი ფასადის კოშკები. 500-მდე მეხანძრე ცეცხლს რვა საათზე მეტხანს აქრობდა.

ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთის მემკვიდრეობის ფონდმა ეროვნული კამპანია უკვე დაიწყო, რომელსაც კერძო შემომწირველებიც შეუერთდნენ. მათ შორის არიან ფრანგი ბიზნესმენები. 

CNN Money-ს ინფორმაციით, სხვადასხვა კომპანიების თუ კერძო პირების მხრიდან უკვე 700 მილიონი ევროა შემოწირული. მათ შორის ყველაზე მსხვილი  შენაწირი ფრანგმა მილიარდერმა ბერნარდ არნომ გააკეთა -  200 მილიონი ევროს ანუ 226 მილიონის დოლარის ოდენობით. კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ საფრანგეთს და გარდა შემოწირულობისა, უზრუნველყოფენ კრეატიული და ფინანსური გუნდის შექმნას, რომელიც შენობის რესტავრაციის პროცესს გაუძღვება.

Forbes-ის შეფასებით, ბერნარდ არნოს ქონება $91.7 მილიარდს შეადგენს და მისი ჰოლდინგი აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Dior, Bulgari, Celine & Louis Vuitton.

გარდა ამისა, ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ფრანგმა, კომპანია Kering-ის მფლობელმა, ფრანსუა ანრი პინომ განაცხადა, რომ ტაძრის აღდგენის ფონდში სულ მცირე 100 მილიონ ევროს ანუ 113 მილიონ დოლარს გადარიცხავს.

ასევე 100 მილიონი ევრო გაიღო მთავარმა ფრანგულმა ნავთობკომპანია Total-მა, რომლის შემოსავალიც 2019 წელს 209.4 მილიარდი დოლარი იყო. შედარებით მცირე შემოწირულობა - 1 მილიონი ევრო გაიღო ასევე ტექნოლოგიურმა კომპანია Capgemin-მა, რომელიც სხვებთან ერთად მიიღებს პროცესში მონაწილეობას.

და ბოლოს, როგორც  Forbes Georgia წერს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 10 000 ევროს გადარიცხავს ქართული კომპანია, ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი „K და ქართული სპირტები“.