მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია - ნამუშევრები განადგურებას გადაურჩა

5cb57d74a9c0c
ლევან თაღიაშვილი
16.04.19 11:27
1126

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია; მის ჩაქრობაში 500  მეხანძრე მონაწილეობდა.

ABC-ის ცნობით,  ხანძარი ისტორიულ შენობაში საღამოს 7 საათისთვის დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

მეხანძრეების განცხადებით, შენობის ძირითადი ნაწილი გადარჩენილია და 2 მთავარი განყოფილება შენარჩუნებულია, თუმცა სახურავი მთლიანად განადგურდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რაც შეეხება უძვირფასეს მხატვრულ ნამუშევრებს, როგორც პარიზის სახანძრო დეპარტამენტი აცხადებს, ისინი ხანძარს გადაურჩა და მათ საფრთხე აღარ ემუქრება. 

როგორც ABC წერს, რესტავრაცია დაახლოებით, 120 მილიონი ევრო დაჯდება;

საფრანგეთს მხარდაჭერა UNESCO-მაც გამოუცხადა და განაცხადეს, რომ რესტავრაციის პროცესში ორგანიზაცია სრულად იქნება ჩართული.

აღსანიშნავია, რომ ფრანგმა მილიადერმა ფრანსის-ანრი პინომ შენობის აღსადგენად 100 მილიონი ევრო უკვე გამოყო.

ცნობისთვის: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 1260 წელს აშენდა და მას წელიწადში 13 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,  მწუხარება  უკვე გამოხატა და აღნიშნა, რომ ეს მთელი ერის ტრაგედიაა.