მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანკისის ხეობაში ადგილობრივებმა ინვესტორი კომპანიის ტექნიკას ცეცხლი წაუკიდეს

5cbc550a4c7b8
თელარა გელანტია
21.04.19 15:30
566
პანკისის ხეობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ ინვესტორი კომპანია „ფერის“ ტექნიკას ცეცხლი წაუკიდა.

ცეცხლი გაუჩნდა შს სამინისტროს ტექნიკასაც.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ხეობის მოსახლეობა ცდილობს შსს-ს მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდებას.

ცნობისთვის: ხეობაში ვითარების დაძაბვა და მოსახლეობის პროტესტი ხადორი 3-ის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა.

ამ დროისთვის, ადგილზე ვითარება დაძაბულია.

ადგილზე შს მინისტრ გიორგი გახარიას და ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილს ელოდებიან. როგორც ცნობილია, ხეობაში გაემგზავრა გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილიც.