12.ივლისი .2019 15:20

პაბლო ესკობარის ძმა ილონ მასკს უჩივის

views 999
უკან

ნარკოდილერის პაბლო ესკობარის ძმა ილონ მასკს უჩივის. "ლეგენდარული ნარკოდილერის" ძმა,  პედრო ესკობარი ამტკიცებს, რომ Tesla -ს შეფმა მისი იდეა მოიპარა. საუბარია, მინი-ცეცხლსატყორცნებზე, რომელსაც მასკის ფირმა "Boring Company" 2018 წლიდან უშვებს.

ლათუნურ ამერიკული მედიის ცნობით, მასკი 2017 წელს ესკობარის ძმას შეხვდა, სადაც ამ უკანასკნელმა "ტესლას’’ ხელმძღვანელს მისი იდეის შესახებ უამბო. ამის შემდეგ კი, სწორედ, ერთ წელიწადში მასკის კომპანიამ მინი ცეცხლსარტყორცნების გამოშვება დაიწყო.


"Not a Flamethrower" ბაზარზე მართლაც წარმატებული აღმოჩნდა, კომპანიამ 20.000 ერთეული გამოუშვა და თითო 500 დოლარად სწრაფად გაიყიდა.


ესკობარი მასკს სარჩელით ემუქრება, ამას გარდა სთავაზობს, რომ იარაღს "ესკობარის ცეცხლსარტყორცნები" დაარქვას.


აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთბეული შტატების რამდენიმე შტატში, მათ შორის ნიუ-იორკში მსგავსი იარაღების გამოყენება ცოტა ხნის წინ აიკრძალა.