14.აგვისტო .2019 17:45

პაატა სალია: ვაპირებთ, ფინანსთა სამინისტროსთან უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები

views 216
უკან

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი გადასახადის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით არხის ხელმძღვანელობა ფინანსთა სამინისტროს უახლოეს დღეებში მიმართავს.

არხის მოქმედი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აუცილებელია გამოინახოს გზა, რომელიც კომპანიას ფუნქციონირების გაგრძელების საშუალებას მისცემს.

„ფინანსთა მინისტრის შეთავაზება იყო, რომ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მოხდეს გრაფიკის წარმოდგენა თუ რა სახით შეიძლება დაფარონ ტელეკომპანიებმა ეს საგადასახადო ვალდებულება. ცხადია, სწრფად ამის გასტუმრება ვერ მოხერხდება და მძიმე ტვირთად დააწვება კომპანიებს. ეს ალბათ ყველას ესმის. ჩვენ ვაპირებთ, უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და გამოვნახოთ ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ კომპანიამ გააგრძელოს ფუნქციონირება“, - განაცხადა სალიამ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 2 წელიწადნახევრიან პერიოდში სამი ტელეკომპანიის - „იმედის,“ „რუსთავი 2“-ისა და „მაესტროს“ ვალი ბიუჯეტის წინაშე 55 მილიონ ლარს აღწევს. მათან „რუსთავი 2“-ის ვალი 28 მილიონამდეა, „იმედის“- 19 მილიონამდე, ტელეკომპანია „მაესტროს“ ვალი კი, 8 მილიონ ლარამდეა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა