მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა სალია ნოდარ მელაძეს, გიორგი გაბუნიას და ეკა კვესიტაძეს "რუსთავი 2"-დან ათავისუფლებს

5d5bdfc4bb3c7
თელარა გელანტია
20.08.19 15:54
1368
"რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, - როგორც rustavi2.ge წერს, ამის შესახებ განცხადება გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.

„ვადასტურებ, ნოდარ მელაძესთან ერთად გათავისუფლდება რამდენიმე ადამიანი. გადაწყვეტილება ნოდარ მელაძესთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა პირებთან დაკავშირებით, რომლებიც შვებულებაში იმყოფებიან, დაბრუნების შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომელთაც აქვთ ინტერესთა კონფლიქტი,“-განაცხადა სალიამ.

ნოდარ მელაძის გარდა, სალია სამსახურიდან ეკა კვესიტაძეს და გიორგი გაბუნიასაც ათავისუფლებს. ისინი ამჟამად შვებულებაში იმყოფებიან.