17.მაისი.2019 00:20
ეკონომიკა

პაატა ღაძაძე: კლინიკები სადაზღვევოებისგან თანხებს დაგვიანებით იღებენ

პაატა ღაძაძე: კლინიკები სადაზღვევოებისგან თანხებს დაგვიანებით იღებენ
კლინიკები სადაზღვევო კომპანიებისგან თანხებს რამდენიმეთვიანი დაგვიანებით იღებენ, 2-3 თვიანი დაგვიანება არის ტრადიცია, არის 6-თვიანი და 1-წლიანი დაგვიანებებიც - ამის შესახებ „თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე აცხადებს. მისი ინფორმაციით, მთავარი გამოწვევა სწორედ პროვაიდერებსა და სადაზღვევოებს შორის არსებული ურთიერთობაა, რაც კლიენტების მიერ ნეგატიური დამოკიდებულების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია.

„მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო კომპანიებს ჰქონდეთ დროული გადახდის სისტემა. ჩვენ რასაც ვაკვირდებოდით ერთ-ერთი გამოწვევა არის ის, რომ კლინიკები დროულად ვერ იღებენ თანხებს სადაზღვევო კომპანიებისაგან. 2-3 თვიანი დაგვიანება არის ტრადიცია, არის 6-თვიანი და 1-წლიანი დაგვიანებებიც. არ ვიცი, რის გამო. დაგვიანებების გამო კლინიკა იწყებს ან ფასის გაძვირებას ან ხარისხის შემცირებას, ეს აისახება დაზღვეულზე, შემდეგ სადაზღვევოზე და ა.შ.

უნდა მოხდეს გამჭირვალე სისტემის დანერგვა და ჩვენ ამას გავაკეთებთ. რას ნიშნავს გამჭირვალე სისტემა -რა მომსახურება, რა ფასებად იქნა მიღებული, იქნა თუ არა გამოყენებული ალტერნატივები, დამატებითი დანიშნულებები, რომელიც გავრცელებული ტრენდი და ბაზრის სიმახინჯეა. ამას დავაყენებთ და სამაგიეროდ კლინიკებს ვთავაზობთ როგორც მყისიერ ანაზღაურებას, ასევე გვექნება 4-5 სტანდარტის მომსახურება და თითოეული ხარისხის მიხედვით შეფასდება, იქნება სამოტივაციო პაკეტი. 74% მომსახურებისა ისეთი ტიპისაა, რომელიც ან ონლაინ შეიძლება გაკეთდეს ან სახლში. აი ამ თემების მოგვარება ის სენსიტიური თემებია, რომლებიც ჯამში ბევრ რამეს განსაზღრავს“ - განაცხადა პაატა ღაძაძემ.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

26.მაისი.2019 22:03
70

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
228

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
152

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
501

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
141

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად
26.მაისი.2019 18:50
519

ქალაქები, სადაც ცხოვრების დონე ყველაზე მაღალია

ვრცლად