16.მაისი.2019 11:00
ეკონომიკა

პაატა ღაძაძე: ბიზნესისთვის დამანგრეველია, როცა სადაზღვევო ფლობს საავადმყოფოს ან აფთიაქს

პაატა ღაძაძე: ბიზნესისთვის დამანგრეველია, როცა სადაზღვევო ფლობს საავადმყოფოს ან აფთიაქს

„თიბისი დაზღვევასა“ და „თიბისი ბანკს“ შორის ბიზნეს ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს“ - “თიბისი დაზღვევის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში კარტერულ გარიგებებსა და ამ პროცესში თიბისი ჯგუფის შესაძლო მონაწილეობებზე ისაუბრა.

პაატა ღაძაძე ამბობს, რომ ბიზნეს ინტერესების კონფლიქტთან იმ შემთხვევაში გვექნებოდა საქმე, თუ სადაზღვევო კომპანია პარალელურად იქნებოდა საავადმყოფოს ან სააფთიაქო ქსელის მფლობელი.

„თიბისი დაზღვევა თიბისი ჯგუფის შვილობილია და ალბათ დაისმევა კითხვა ბანკთან მიმართებით რამდენად კონფლიქტურად გამოიყურება. კონკურენტები ამას აღიქვამენ დისკრიმინაციულად, თუმცა, ამაში დისკრიმინაციულს ვერაფერს ვერ ვხედავ. მთავარია მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება.

მთავარია, არ იყოს კარტერული გარიგება და მთავარია სადაზღვეო კოპანიებსა და ამ შემთხვევში კომერციულ ბანკს შორის არ იყოს ბიზნეს ინტერესთა კონფლიქტი.

ინტერესთა კონფლიქტი არის იმ ნაწილში, სადაც ფასი ერთიანია და გაყოფა ხდება ორ ბიზნეს სტრუქტურას შორის. მაგალისთისთვის გეტყვით, რომ სადაზღვევო პრემიებში დაახლოებით 1/3 მოდის წამლების ანაზღაურებაზე; 40%-მდე მოდის ამბულატორიულ მომსახურეობაზე. შინაარსობრივად სადაზღვეო კომპანია, რომელიც ფლობს აფთიაქს ან საავადმყოფოს, მაშინ ბიზნეს ინტერესების კონფლიქტია, იმიტომ, რომ ფასის სტრუქტურა და მარჟა სად გადანაწილდება აშკარაა, ჩვენ ამაზე უარი ვთქვით. იმიტომ არა რომ რეგულაციების მოლოდინია, იმიტომ რომ ბიზნესისთვის ეს არის დამანგრეველი“ - აღნიშნა ღაძაძემ.

ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

25.მაისი.2019 00:20
62

განათლების სამინისტრო 26 მაისის ღონისძებებისთვის 2.7 მლნ-ს Check in Georgia-ს ბიუჯეტიდან დახარჯავს

ვრცლად
24.მაისი.2019 23:00
108

რა დაუჯდა ქუთაისს “ღიმილით გვეცხოვროს”?

ვრცლად
24.მაისი.2019 22:00
152

აიღებს თუ არა ბათუმი "ტურიზმის ოსკარს" - "რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს“

ვრცლად
24.მაისი.2019 21:00
98

"გაფიცულმა თანამშრომლებმა „რუსთავის ფოლადში" მუშაობა განაახლეს"

ვრცლად
24.მაისი.2019 20:00
93

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: “ჩვენი მიზანია, არანაკლებ 6000 სამუშაო ადგილი შეიქმნას“

ვრცლად
24.მაისი.2019 19:50
304

ნიკოლოზ ჩიქოვანი: ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების პრობლემა გადაწყვეტილია

ვრცლად