მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

''ოტინგერი'' კანაფის შემცველობით ლუდს უშვებს

5d0886e850117
მიხეილ ხაჩიძე
19.06.19 01:00
1636
გერმანიაში კანაფის შემცველობით ლუდს გამოუშვებენ. ცნობილი ბავარიული ლუდსახარში "ოტინგერი" ახალ პროდუქციას ბაზარზე ივლისიდან გაიტანს.


გერმანული გამოცემების ცნობით, ახალ ლუდს Hanfkiss-ი ერქმევა, რაც ქართულად "კანაფის კოცნას" ნიშნავს. მასში ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) მინიმალური შემცველობით იქნება - 0,2 პროცენტი.

ლუდი მარიხუანის გარდა, ასევე მწვანე ჩაისა და სხვადასხვა ბალახის ექსტრაქტისგან დამზადდება.