16.ნოემბერი .2015 11:58

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

views 1107
უკან


შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 163 ლარია. საქსტატის ცნობით, ოქტომბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 144 ლარი და 70 თეთრი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით საარსებო მინიმუმი 1,1, ლარით გაიზარდა. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 274 ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 144 ლარს შეადგენს, ორსულიანის 231 ლარს, სამსულიანის 260-ს, ოთხსულიანი 289-ს, ხოლო ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 325 ლარით განისაზღვრა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა