მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPEC-ის წევრი ქვეყნები საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვენ

569610aa75fcf
BM.GE
13.01.16 12:37
1302
OPEC-ის წევრი ქვეყნები საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვენ. ნიგერიის ნავთობის მინისტრის და OPEC-ის კონფერენციის ამჟამინდელი პრეზიდენტის ემანუელ იბე კაჩიკვუს ცნობით, საგანგებო სდომის გამართვას კარტელის მონაწილე რამდენიმე ქვეყანა ითხოვს და ეს სხდომა შესაძლოა მარტის დასაწყისში გაიმართოს.
 
სხდომაზე სავარაუდოდ იმსჯელებენ ორგანიზაციის სტრატეგიის ცვლილებაზე, იმ ფონზე, როდესაც ბაზარზე ”შავი ოქროს“ მკვეთრი გაუფასურება ხდება. ნავთობის ფასი კი, ვარდნას აგრძელებს.

OPEC-ის კალათის ღირებულება 27,07 აშშ დოლარამდე შემცირდა. სამშაბათს მიმდინარე ვაჭრობაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 31.69 აშშ დოლარზეა. პესიმისტურია ექსპერტთა პროგნოზები. ისინი არ გამორიცხავენ, რომ 1 ბარელი ნავთობის ღირებულება კიდევ უფრო მეტად შემცირდეს. ბრიტანული Standard Chartered-ის პროგნოზით ნავთობის ღირებულება შესაძლოა 10 აშშ დოლარამდეც კი დაეცეს.

”ვთვლით, რომ ნავთობის ფასები შესაძლოა დაეცეს 10 აშშ დოლარამდე, ვიდრე ბაზრის მონაწილეები აღიარებენ, რომ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა“, - ციტირებს Reuters-ი ბანკის ანალიტიკოსებს.

ორშაბათს Morgan Stanley –იმ ნავთობის 20 აშშ დოლარამდე გაიაფება არ გამორიცხა. ”ნავთობი ძალიან მგრძნობიარეა აშშ დოლარის მიმართ და თუ ის 5%-ით გამყარდება, შესაძლოა ნავთობი კიდევ 10-25%-ით გაიაფდეს“, - აღნიშნა Bloomberg-მა Morgan Stanley-ს ანგარიშზე დაყრდნობით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნავთობის 60 აშშ დოლარამდე გაიაფება მოხდა ბაზარზე ჭარბი მიწოდებით, თუმცა 35 აშშ დოლარმდე ფასის შემცირება ძირითადად განაპირობა აშშ დოლარის გამყარებამ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წლის სექტემბერში 1 ბარელი Brent -ის მარკის ნავთობი 102,77 აშშ დოლარი ღირდა. ამის შემდეგ ფასმა ვარდნა დაიწყო და ამ დროისათვის 1 ბარელის ფასი 30,69 აშშ დოლარია, 3-ჯერ ნაკლები 2014 წლის შემოდგომის ფასზე.